ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბრობს. „რეპორტიორმა" გააკეთა ქუჩის გამოკითხვა; საუბრობს თუ არა საქართველოს პატრიქრქი სიძულვილის ენით?! მოქალაქე მაია კალანდაძის თქმით, პატრიარქი პირიქით, მოგვიწოდებს, რომ როგორებიც არ უნდა ვიყოთ, უნდა გვიყვერდეს ერთმანეთი, პატრიქრქს უყვარს ადამიანები.
„პატრიარქი არანაირად არ საუბრობს სიძულვილის ენით, პირიქით ის ყოველთვის სიყვარულზე საუბრობს. მისი ყველა ქადაგება აღსავსეა სიყვარულით და მოგვიწოდებს, რომ როგორებიც არ უნდა ვიყოთ, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. პატრიარქს უყვარს ადამიანები განურჩევლად მათი საქციელისა და პრობლემებისა. ის ლოცულობს ჩვენთვის, დავუჯეროთ პატრიარქს, მე მიყვარს ჩემი პატრიარქი!", - ამბობს მაია კალანდაძე.