logo_geo
eng_logo
ავღანეთში ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული
- +

24 ივლისი. 2016. 10:46



BBC-ის ცნობით, ავღანეთში ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული, რომელიც 23 ივლისს მომხდარ ტერაქტს უკავშირდება. ტერაქტის შედეგად დაღუპულია 80 და დაშავებულია 230 ადამიანი. აფეთქება ქაბულში შიიტი-ხაზარების საპროტესტო აქციაზე განხორციელდა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. დაჯგუფება „თალიბანმა" კი მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ ტერაქტთან კავშირი არ აქვს.

პრეზიდენტმა აშრაფ განიმ დაიფიცა, რომ ადამიანების მოკვლისთვის შურს იძიებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner