logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: აშშ-ის გამოსვლის შემდეგ ევროპელი მოკავშირეების ავღანეთში დარჩენა პოლიტიკურად შეუძლებელი იყო
- +

18 აგვისტო. 2021. 17:44

 

 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ავღანეთში ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო მისიის გაგრძელება პოლიტიკურად შეუძლებელია, რადგან ქვეყანაში შესვლა და ყოფნა აშშ-თან ერთად განხორციელდა და დატოვებაც საერთო შეთანხმებით მოხდება.

 

მისივე თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ შექმნა შესაბამისი პირობა NATO-ს გადაწყვეტილებისთვის.

 

სტოლტენბერგის განმარტებით, NATO-მ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, რომ გააგრძელოს სამხედრო მისია, „თალიბანი“ მათ თავს დაესხმება და ორგანიზაცია იძულებული იქნება, კვლავ ჩაერთოს ბრძოლაში.

 

მისი თქმით, ერთად მუშაობა ორგანიზაციის წევრების ეროვნულ ინტერესებშია, განსაკუთრებით გლობალური ძალთა ბალანსის, ჩინეთის და უფრო მტკიცე რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის ფონზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner