„ნიკა მელია თუ აცხადებს, ამ არჩევნებს მოვიგებთო, მაშინ ამას კომენტარიც აღარ სჭირდება. ჯობია, თავიანთი კვლევები გამოაქვეყნონ ისევე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.
„ისინი არ ამხელენ მათი კვლევის შედეგება, რადგან რეალურ ციფრებს თუ იტყვიან, ზუსტად იგივე იქნება, რაც ერთი მხრივ „გორბმა“ გამოაქვეყნა და მეორე მხრივ - ჩვენი პარტიული კვლევის შედეგად გაიგო საზოგადოებამ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი პიარული ნაწილია. გასაგებია, ასე უნდა თქვას და თან სააკაშვილის მესიჯებიც უნდა გაიმეოროს მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულები არიან, გუნდში სერიოზული განხეთქილებაა, სხვა გზა მათ არ აქვთ. რეალურად „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, იმიტომ რომ მხოლოდ ის კი არაა, ვინ რა მესიჯს გაახმოვანებს, მიშას თუ სხვისას, არამედ მნიშვნელოვანი ისაა, რა ხდება სინამდვილეში და რას აკეთებენ ჩვენი ოპონენტები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.