logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პირველ კანონს მოაწერა ხელი
- +

24 ივლისი. 2016. 10:47



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელი მოაწერა პირველ კანონს, რომლის თანახმად, ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდეა გახანგრძლივებული.

როგორც დასავლური მედია იუწყება, თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უფლებას აძლევს პრეზიდენტსა და მთავრობას, ახალი კანონები პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღოს.

ერდოღანმა ქვეყნის მასშტაბით 1 000-ზე მეტი კერძო სკოლის დახურვის განკარგულება გასცა.

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქმიანობას ასევე შეწყვეტენ  1 229 საქველმოქმედო საზოგადოება და ფონდი, 35 სამედიცინო დაწესებულება, 19 პროფკავშირი, ფედერაცია და კონფედერაცია, ასევე 15 კერძო უმაღლესი სასწავლებელი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner