logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: აკაკი ბართაია „კანონიერი ქურდის“ „ლავასოღლის“ ღია მხარდამჭერია
- +

18 აგვისტო. 2021. 19:15

 

 

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პარტიის წევრის, აკაკი ბართაიას დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ გახარიას პარტიის წევრი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ „ლავასოღლის“ ღია მხარდამჭერია.

 

„სასწაული ამბავია - გახარიას გუნდის განცხადებით, აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს... სიმართლე კი ეს არის:

 

  1. ბართაია ამჟამადაც 15 000-ლარიანი გირაოს ქვეშაა;

 

  1. ცნობილი „კანონიერი ქურდის“, „ლავასოღლის“ ღია მხარდამჭერია;

 

  1. და ბოლოს, ბათუმში აქციაზე დააკავეს, სადაც „ლავასოღლის“ მხარს უჭერდა და იცით, ვინ დააკავა? გახარიას პოლიტსაბჭოს წევრმა, კოტე ანანიაშვილმა“, - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner