logo_geo
eng_logo
ჯანმო: ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე ადგილებში „დელტა“ ვარიანტის გავრცელება ვირუსის გადაცემას უწყობს ხელს
- +

18 აგვისტო. 2021. 21:05

 

 

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე რაიონებში „დელტა“ ვარიანტის გავრცელება მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გადაცემას უწყობს ხელს.

 

„მსოფლიოს უამრავ ადგილში, სადაც „დელტა“ ვარიანტის შემთხვევების რიცხვი იზრდება, თავად „დელტა“ ვარიანტი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე ადგილებში ვრცელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების ძალიან შეზღუდული და არათანმიმდევრული გამოყენების კონტექსტში“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner