საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი გიორგი გახარიას პარტიის წევრის აკაკი ბართაიას დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელიც 2020 წლის ივნისში ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს, მაშინ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და დღეს გახარიას პოლიტსაბჭოს წევრმა კონსტანტინე ანანიაშვილმა დააკავა.
„გახსოვთ ალბათ, რომ აკაკი ბართაია ცნობილი კანონიერი ქურდის, ლავასოღლის ღია მხარდამჭერი, ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს და მას გირაოს სახით 15 000 ლარი შეუფარდეს. ისმის კითხვა - ვინ დააკავა?! პასუხი ასეთია - გიორგი გახარიას პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე ანანიაშვილმა. დღეს გიორგი გახარიას გუნდი ამტკიცებს, რომ ამ უწესიერეს კაცს, აკაკი ბართაიას, იარაღი ჩაუდეს. დასკვნა მარტივია!“ - წერს მეგრელიშვილი facebook -ზე.