logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ბუჩუკურს დაავიწყდა, რომ ბართაია კოტე ანანიაშვილმა, კრიმინალურ ავტორიტეტ „ლავასოღლის“ მხარდამჭერ აქციაზე დააკავა
- +

18 აგვისტო. 2021. 23:35

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გახარიას პარტიის წევრის აკაკი ბართაიას დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელიც, 2020 წლის 5 ივნისს ბათუმში, კრიმინალური ავტორიტეტის ლავასოღლის მხარდამჭერ აქციის დროს, მაშინ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და დღეს გახარიას პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე ანანიაშვილმა დააკავა.

 

„როგორ უნდა მოიქცე თუ გსურს, რომ უღიმღამო საარჩევნო კამპანიას მეტი ყურადღება მიაპყრონ და ყველგან „განიუსდეს?“ ნაცოპოზიციის მსგავსად, გახარიას პარტიამაც გამოიყენა ეს „რეცეპტი“ სკანდალური ამბის შექმნა „ტანჯულის მანტიის მოსხმით“. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან „პოლიტიკური ნიშნით დევნამ სისტემური, მასშტაბური ხასიათი მიიღო“ და „შანტაჟის“, „მუქარისა“ და „სამსახურიდან გათავისუფლების“ შემდეგ, ხელისუფლებამ ე.წ. ჩადების მეთოდით მათი მხარდამჭერების დაჭერები დაიწყო.

 

ბუჩუკურის მტკიცებით, 16 აგვისტოს პოლიციამ მათ აქტივისტს, აკაკი ბართაიას ავტომობილში იარაღი „ჩაუდო“ და „პოლიტიკური ნიშნით“ დააკავა. რასაკვირველია, ასეთ უსაფუძვლო განცხადებას აიტაცებენ ნაცტელევიზიები [მათ ე.წ. ინტერაქტივებში ოპოზიცია სადღაც 99%-ით „იგებს“]; მხოლოდ ვარაუდების, ეჭვებისა და აღქმების მოტრფიალე სამოქალაქო სექტორის ცნობილი რამდენიმე ტრაგიკომიკური „ბრალმდებელი“ და ყურადღებაც მიპყრობილია. რაც მთავარია, „ლუზერთა“ მორიგი თვითილუზიაც გამყარდა, რომ ეს ხელისუფლება ყველა ოპოზიციონერს „დევნის“, ქვეყანაში „არნახული დიქტატურაა“ და ა.შ.

 

3 ოქტომბრისთვის ცრუ ფონი ხომ უნდა შეიქმნას, რომ დესტრუქციულ, უსახურ ოპოზიციას „ხმები წაართვეს?“ ქალბატონ ბუჩუკურს რატომღაც დაავიწყდა ეხსენებინა, რომ 2020 წლის 5 ივნისს, აწ უკვე „პოლიტიკური დევნილი“ აკაკი ბართაია აჭარის პოლიციის ყოფილმა უფროსმა და გახარიას გუნდის ამჟამინდელმა წევრმა, კოტე ანანიაშვილმა, პირადად დააკავა კრიმინალურ ავტორიტეტ „ლავასოღლის“ მხარდამჭერ აქციაზე. ბატონი ბართაია ამჟამადაც 15.000-ლარიანი გირაოს ქვეშაა და სხვა skeletons in the closet... როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ამ წინასაარჩევნო პერიოდშიც გველის ცალკეული ოპოზიციური აქტორებისგან პოლიტიკური შაპიტოს ფრიად გაცვეთილი ნომრები. To be continued“, - წერს ანალიტიკოსი facebook გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner