შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.
„ კამპანიის ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. გავაცანი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. ახალი სამუშაო ადგილები, საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა, დასაქმების პოლიტიკა, ანგარიშვალდებულება მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვის დროს - ეს ის საკითხებია, რაზეც ორი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.