logo_geo
eng_logo
ევროკომისარი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოვუწოდებ, ავღანელი ლტოლვილებისთვის განსახლების კვოტები გაზარდონ
- +

19 აგვისტო. 2021. 00:35

 

 

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოვუწოდებ, ავღანელი ლტოლვილებისთვის განსახლების კვოტები გაზარდონ, რათა მათ დაეხმარონ, ვისაც საერთაშორისო დაცვა სჭირდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა.

 

„ავღანეთში სიტუაცია აშკარად არ არის უსაფრთხო და ის უსაფრთხო არ იქნება გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ვერ ვაიძულებთ ხალხს ავღანეთში დაბრუნებას. ჩემთვის აშკარაა, რომ ავღანელი ქალები და გოგონები განსაკუთრებით სახიფათო სიტუაციაში არიან. ევროკომისია მზად არის, დაეხმაროს წევრ ქვეყნებს კოორდინაციაში და უზრუნველყოს საჭირო დამატებითი ფინანსური დახმარება ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს მიმართულებით“, - ნათქვამია ევროკომისარის განცხადებაში.

 

ილვა იოჰანსონის თქმით, ევროკავშირი ასევე გააგრძელებს წამყვანი როლის თამაშს რეგიონში ავღანელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.

 

„ავღანეთში სწრაფად განვითარებადი ვითარება გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს, რის გამოც, ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ვუზრუნველვყოთ. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯების განხილვას, მათ შორის გაეროსა და G7-ის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner