logo_geo
eng_logo
ესპანეთის ინტერპოლმა საერთაშორისო დონეზე ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა
- +

24 ივლისი. 2016. 11:15



ესპანეთის ინტერპოლმა, თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე 07.03.2008 წლიდან ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული არჩილ გ. ქალაქ მადრიდში დააკავა.

არჩილ გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული საქართველოში ექსტრადირებულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner