ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ ტელეკომპანია ,,ალჯანგირა"
- მურმან, დღეს ბათუმში მოხდა მნიშვნელოვანი რაღაცა, ოპოზიციამ მოახერხა და წარადგინა ერთიანი ვიღაცა. მოგვიყევი, რა ხდებოდა ბულვარში.
- თქვენი ხმა არ მესმის.
- არაუშავს, მაინც მოგვიყევი, რა ხდებოდა დღეს ბულვარში.
- არ მესმის, ვერ ვიგებ, რას მეკითხებით.
- არაუშავს-მეთქი, ჩვენ გვესმის.
- არ მესმის.
- კაცო, ნუ გესმის, არ აქვს მნიშვნელობა, მოგვიყევი, რა ხდება ბათუმში.
- არ მესმის, მარტო ოპერატორისა მესმის.
- ჰოდა, ოპერატორი გკითხავს და მაგას ელაპარაკე.
- აღარც ოპერატორისა მესმის.
- სამაგიეროდ, ჩვენ გვესმის... აი, მეგობრებო, ასეთი საინტერესო ამბები ხდებოდა დღეს ბულვარში, ოპოზიციამ მერობის კანდიდატად წარადგინა ერთიანი ვიღაცა. დიდი მადლობა, მურმან, ძალიან მიხარიხარ.
აქუ, დაგიფსას მაგ დანჯღრეულ ტელევიზიაზე დეპუტატმა მაჭუტაძემ!“- წერს ზედელაშვილი.