logo_geo
eng_logo
აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ
- +

19 აგვისტო. 2021. 02:35

 

 

ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ავღანეთის მოქალაქეებს განუცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მშვიდობის შენარჩუნება და სისხლისღვრის თავიდან აცილება იყო.

 

„ჩემი ვალდებულება სისხლისღვრის თავიდან აცილება და ავღანეთის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფა იყო. ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გადავლახავთ ამას და ავღანეთში მშვიდობა და სტაბილურობა დასადგურდება“, - აღნიშნა აშრაფ ღანიმ.

 

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მოვლენები სწრაფად განვითარდა და ის „თალიბანთან“ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მიზნით მუშაობდა.

 

„ქაბულში სისხლისღვრა არ მსურდა, როგორც ეს სირიასა და იემენში მოხდა. ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა და ქაბულის დატოვება. ავღანეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ და ეს ჩვენს ისტორიაში საშინელი კატასტროფა იქნებოდა. ღირსეული სიკვდილის არ მეშინია და ავღანეთის დამცირება ჩემთვის მისაღები არ იყო, მაგრამ წასვლა მომიწია. ავღანეთიდან გამიყვანეს, რათა თავიდან აგვეცილებინა სისხლისღვრა და ავღანეთის განადგურება“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner