logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ამერიკული ჯარების ქაოსის გარეშე გაყვანა შეუძლებელი იყო
- +

19 აგვისტო. 2021. 03:01

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების ქაოსის გარეშე გაყვანა შესაძლებელი იყო.

 

ტელეკომპანია ABC News-ის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ჯარების გაყვანის მართვა უკეთ შეიძლებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

 

„არა, არ ვფიქრობ. ჩვენ კიდევ მოგვიწევს ამის გარჩევა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება ქაოსის შექმნის გარეშე შეიძლებოდა“

 

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ ავღანეთში მიმდინარე კრიზისი მარცხია და რომ იგი მიიჩნევდა, რომ აშშ-ის ჯარების წასვლის შემდეგ, ქვეყანაში ქაოსი გარდაუვალი იყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner