logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ახალგაზრდა ქალბატონი დააკავა
- +

24 ივლისი. 2016. 11:16



შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ელზა მ., ნარკოტიკული  საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, საკუთარი ავტომანქანით რუსთავიდან ხაშურის მიმართულებით გადაადგილებისას, გომში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას, 14 ამპულა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი" ამოიღო. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner