logo_geo
eng_logo
ქაბულის აეროპორტში არეულობის შედეგად, საერთო ჯამში 12 ადამიანი დაიღუპა
- +

19 აგვისტო. 2021. 11:32

 

 

ქაბულის აეროპორტში არეულობის შედეგად, საერთო ჯამში 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „თალიბანის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანონიმურად განუცხადა სააგენტო „როიტერს“.

 

მისი განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი სროლა ან ჭყლეტა გახდა. მანვე აეროპორტის ჭიშკართან შეკრებილ ავღანელებს, რომელსაც სამოგზაურო ნებართვა არ გააჩნიათ, სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

 

როგორც მაღალჩინოსანი აცხადებს, „თალიბანს“ არ სურს, აეროპორტთან ვინმეს ზიანი მიაყენოს.

 

აღსანიშნავია, რომ ქაბულის აეროპორტი ამ დრომდე ამერიკული კონტიგენტის კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა, აეროპორტამდე მისასვლელ გზებს „თალიბანი“ აკონტროლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner