ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებას ეხმაურება, რომლის თანახმად მედიაში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის გამო დასუფთავების სამსახურის ორ თანამშრომელს კოლეგები დაუპირისპირდნენ და ტერიტორიიდან გააძევეს.
მისი თქმით, მეეზოვეების მოთხოვნები ოპოზიციამ და „კრიტიკულმა მედიამ“ პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა:
„ძვირფასო ოპოზიციავ, იბრძოლეთ ღირსეულად, წააგეთ ღირსეულად. ჩვენი საამაყო მეეზოვეების მოთხოვნები რადიკალურმა ოპოზიციამ და „კრიტიკულმა მედიამ“ რომ პარტიული და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება სცადეს, ადრეც ვწერდი. გუშინ კიდევ ერთი ტყუილებით სავსე სატელევიზიო შოუ მოაწყვეს, რამაც დღეს თავად თანამშრომლებს შორის გამოიწვია დაპირისპირება. შეეშვით ამ სიბინძურეებს, ტყუილების ტირაჟირებას და ამით სიტუაციის დაძაბვას“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.