„პრაიდის ჯანყი, „მიკროფონების“ რევოლუცია, „დასუფთავების“ პუტჩი - ეს ყველაფერი ნიკა გვარამიას რეჟისურას განეკუთვნება, უნიჭო ლიბრეტოთი, დილეტანტი მსახიობებით და ჩასაშლელად განწირული დადგმით. ერთის მხრივ - შენში რაღაცნაირ ინტერესსაც იწვევს, რომელ ახალ სიუჟეტს შემოგთავაზებს“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აი, ცდილობს ერთ დრამატურგიაში მხოლოდ ქალბატონების სეზონური სამოსის გამომშვები ტანსაცმლის ხაზი „ანუკი“ - დააკავშიროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების უნიფორმების დამზადებასთან. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბრენდის უკან კახი კალაძის მეუღლე დგას. მხოლოდ იმიტომ - რომ ასე უნდა ნიკა გვარამიას. და კიდევ იმიტომ - რომ იმდენად ერთუჯრედიანი ამომრჩეველი ჰყავთ - ყველაფერს „ჭამენ“.
განსხვავებით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისაგან, რომლებიც მსგავსი უწმინდურობით არ იკვებებიან, ადვილად ავლენენ საკუთარ რიგებში გვარამიას უნიჭო შემსრულებლებს და როგორც შეშვენის ამ უაღრესად საჭირო და დასაფასებელი პროფესიის წარმომადგენლებს, კაცურად, მედია/საქათმეში დაწერილი ყოველგვარი სცენარების გარეშე - პასუხს აგებინებენ პროვოკატორებს და საკუთარი რიგებიდან მათ განდევნას ითხოვენ. ვნახოთ - რას მოიგონებს ამჯერად გვარამია, მისი სერიალების აღქმის უნარი და პოპკორნის მარაგები გაგვაჩნია“, - წერს დავით ქართველიშვილი.