„ტელეკომპანია „მთავარმა“ და სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერიაში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებს, თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის კომპანია კერავს და მათ ახალ ფორმებს მაინც არ ურიგებენ შესაბამისად დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს 10 წლის წინანდელი ფორმებით უწევთ მუშაობა. სინამდვილეში გაჟღერებული ინფორმაცია ტყუილია“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ანუკი არეშიძის კომპანიას არასდროს ჰქონია შეხება თბილისის მერიის ან რომელიმე სხვა სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან. მეტიც, ბრენდი „ანუკი“ მხოლოდ ქალის სეზონურ ტანისამოსს აწარმოებს.
„რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების უნიფორმას, მას ყოველწლიურად სხვადასხვა კომპანია ამზადებს და წლის განმავლობაში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს 4 წყვილი ტანისამოსი გადაეცემათ - 2 ზამთრის, ხოლო 2 ზაფხულის ტიპის უნიფორმა. ტელეკომპანია „მთავარმა“ და სხვა მედიასაშუალებებმა ტყუილის გავრცელებისთვის გამოიყენეს დასუფთავების სამსახურის ორი თანამშრომელი. ეს ორი თანამშრომელი გაჟღერებული ტყუილის გამო დღეს დასუფთავების სამსახურის სხვა თანამშრომლებმა სამსახურის ეზოშიც კი არ შეუშვეს.
იყო დაპირისპირება, ადგილი ჰქონდა მათ პირდაპირ მხილებას ტყუილში. ამ ორ თანამშრომელს, რომლებმაც ასე „წარმატებით“ ითანამშრომლეს ტყუილის გამავრცელებელ ტელევიზიებთან, სამუშაოს დატოვება მოუწიათ.
იხილეთ ვიდეო, როგორც ამ ყოველივეს მტკიცებულება.
გაფრთხილება - ნუ შეეკვრებით ტყუილის გამავრცელებლებს! ისინი ეთერისთვის გამოგიყენებენ მერე კი...“ - წერს თამთა მეგრელიშვილი