logo_geo
eng_logo
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის თანაშემწე დააკავა
- +

24 ივლისი. 2016. 11:39



BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის თანაშემწე დააკავა. თურქეთის საინფორმაციო სააგენტოების  ცნობით , ჰალის ჰანჯი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობამდე ორი დღით ადრე ჩავიდა.

შაბათს სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერის ძმისშვილი მუჰამედ საით გიულენი ერზერუმში დააკავეს. ის სახლმწიფო გადატრიალების პროცესში თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყოფილ იმამსა და საზოგადო მოღვაწეს, ფეთჰულა გიულენს, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევენ.

გიულენმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება რამდენჯერმე უარყო და განაცხდა, რომ ადამიანისთვის, რომელიც სამხედრო გადატრიალებების პროცესში თავად არაერთხელ დაზარალებულა, მსგავსი ბრალდება შეურაცხმყოფელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner