logo_geo
eng_logo
„თალიბანი“: ჩინეთს შეუძლია მომავალში ავღანეთის განვითარებაში წვლილი შეიტანოს
- +

19 აგვისტო. 2021. 20:22

 

 

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია მომავალში ავღანეთის განვითარებაში წვლილი შეიტანოს.

 

16 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა გააღრმავოს.

 

„თალიბანმა“ ჩინეთთან კარგი ურთიერთობების განვითარების იმედი არაერთხელ გამოთქვა. ისინი მოუთმენლად ელიან ჩინეთის მონაწილეობას ავღანეთის აღმშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ მივესალმებით ამას. ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება გააგრძელოს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner