logo_geo
eng_logo
ვან ი: საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთი არ უნდა გამოიყენოს როგორც გეოპოლიტიკური ბრძოლის ველი
- +

19 აგვისტო. 2021. 21:36

 

 

 

,,ზეწოლის ნაცვლად, მსოფლიომ ავღანეთს მხარი უნდა დაუჭიროს”, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ბრიტანელ კოლეგასთან, დომინიკ რააბთან სატელეფონო საუბრის დროს.

 

„ზეწოლის ნაცვლად, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა წაახალისოს და გაუძღვეს ავღანეთს პოზიტიური მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ჩინეთს „თალიბანი“ ოფიციალურად არ უღიარებია, თუმცა გასულ თვეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის უფროსს, მულა ბარადარს შეხვდა და განაცხადა, რომ „თალიბანმა“ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ავღანეთში მშვიდობისა და აღმშენებლობის პროცესში.

 

ვან იმ ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთი არ უნდა გამოიყენოს როგორც გეოპოლიტიკური ბრძოლის ველი და პატივი უნდა სცეს მის დამოუკიდებლობასა და ხალხის ნებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner