logo_geo
eng_logo
„სიენენი“: კაპიტოლიუმთან პოლიციაა მობილიზებული, ისინი დანაღმული ავტომობილის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ
- +

19 აგვისტო. 2021. 23:28

 

 

„სიენენის“ ინფორმაციით, კაპიტოლიუმთან პოლიციაა მობილიზებული. მედიის ცნობით, ისინი დანაღმული ავტომობილის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. სამართალდამცავების თქმით, ევაკუირებულია რამდენიმე შენობა.

 

„ბომბის საფრთხე აქტიურია“, – წერია კაპიტოლიუმის პოლიციის „ტვიტერის“ გვერდზე.

 

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი, რომელიც შავი ფერის ავტომობილს მართავდა, კაპიტოლიუმის ბიბლიოთეკასთანაა გაჩერებული და ამტკიცებს, რომ მანქანა დანაღმულია. მან პოლიციას აჩვენა ნივთი, რომელიც დეტონატორს წააგავს.

 

ამჟამად პოლიცია მამაკაცთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ამასთან, მამაკაცი მიმდინარე მოვლენებს „ფეისბუქის “პირდაპირ ეთერში აჩვენებს და „რევოლუციაზე“ საუბრობს.

 

მანქანას სანომრე ნიშნები არ აქვს. პოლიციისთვის მამაკაცის ვინაობა უცნობია.

 

სენატორები და კონგრესმენები ამჟამად კაპიტოლიუმის შენობაში არ იმყოფებიან. მიმდინარე მოვლენების გამო ევაკუირებულია უზენაესი სასამართლოს შენობაც.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner