საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 24 ივლისს, 19:00 საათზე, ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის მოედანზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე "Loudspeakers" - ისა და „Goofy Land" - ის კონცერტი გაიმართება.
აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.