logo_geo
eng_logo
ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციისას თვითმფრინავიდან 19 წლის ავღანელი ფეხბურთელი გადმოვარდა და დაიღუპა
- +

19 აგვისტო. 2021. 23:30

 

 

ავღანეთის ხელისუფლების წევრებმა დაადასტურეს, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციისას ამერიკული თვითმფრინავიდან 19 წლის ავღანელი ფეხბურთელი გადმოვარდა და დაიღუპა. ზაკი ანვარი ავღანეთის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.

 

მისი გარდაცვალების სხვა გარემოებები ჯერ არ გასაჯაროებულა.

 

„ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში ავღანეთის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გენერალურმა დეპარტამენტმა ავღანელი ფეხბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

 

შეგახსენებთ, რომ თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ასობით ავღანელი ჰამიდ ყარზაის სახელობის აეროპორტისკენ დაიძრა. ისინი ყველა ხერხით ცდილობდნენ თვითმფრინავში მოხვედრას და ქვეყნის დატოვებას. სხვადასხვა ცნობებით ქაოსის დროს დაიღუპა 12 ადამიანი. მათ შორის ორი აფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოვარდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner