თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღონ ავღანეთიდან მომავალ მიგრანტებზე.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი არ აპირებს ევროპისთვის მიგრანტების საცავი გახდეს.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ავღანეთიდან გაქცეულ ადამიანებზე. მისი თქმით, ანკარამ ზომები მიიღო ირანთან საზღვრის გასწვრივ, რომელიც თურქეთის მიმართულებით ავღანელი მიგრანტების მთავარი მარშრუტია.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მოლაპარაკებებში ჩაერთოს „თალიბანის“ მიერ შექმნილ ახალ მთავრობასთან საერთო დღის წესრიგის განსახილველად.