„სააკაშვილის ჯიბის ტელეკომპანია “მთავარი არხი” და სიყალბის ეტალონი ნიკა გვარამია აგრძელებენ ბოროტი ტყუილებით კახა კალაძეზე თავდასხმებს. რასაკვირველია, “ნაციონალური მოძრაობის” fake news-ების მხილება არ შედის “ობიექტური და ნეიტრალური”, კოლექტიური თამარ კინწურაშვილების watchdog-ების ნაცსექტანტურ ინტერესებში.”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს სოციალურ ქსელში.
“მთავარმა არხმა“ და მისმა კოლეგებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ️თითქოს, თბილისის მერიაში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებს, თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის კომპანია კერავს.
თითქოს, წლებია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ძველი უნიფორმებით უწევთ მუშაობა.
რეალობა:
ანუკი არეშიძის კომპანიას არასდროს ჰქონია შეხება თბილისის მერიის ან რომელიმე სხვა სახელისუფლებო ორგანიზაციის უნიფორმების წარმოებასთან. ბრენდი „ანუკი“ მხოლოდ ქალის სეზონურ ტანისამოსს აწარმოებს.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების უნიფორმას ყოველწლიურად სხვადასხვა კომპანია ამზადებს. წლის განმავლობაში, ამ სამსახურის წარმომადგენლებს 4 წყვილი სპეცტანსაცმელი გადაეცემათ – 2 ზამთრის, 2 ზაფხულის.
აღსანიშნავია, რომ ამას წინათ, გაიძვერა ნიკა გვარამიამ იკადრა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მენაგვეები უწოდა. თუმცა, მის სტუდიას მაინც ეწვია დეზინფორმაციით დამუხტული დასუფთავების სამსახურის 2 თანამშრომელი და ათქმევინეს უაზრო ტყუილები.
სამწუხაროა, რომ ბოროტი სიყალბის გამო, ამ ორ თანამშრომელს მწვავედ დაუპირისპირდნენ დანარჩენი კოლეგები.
იმ თვითმარქვია არასამთავრობოებს, რეალურად სააკაშვილის პარტმუშაკებს, რომლებიც ნაცსექტის მამხილებელ Facebook-სტატუსებს მითვლიან “კვლევებში” და მათზე “თავდასხმად” უშედეგოდ ასაღებენ, აქაც ვეტყვი – Ain’t care! თქვენს შერჩევითობასა და ორმაგსტანდარტიანობაზე ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, მდიეთ”. -წერს გია აბაშიძე.