-
+
20 აგვისტო. 2021. 02:05
კანარის კუნძულების სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 37 მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მაშველებმა ჯერ მხოლოდ ერთი გადარჩენილი იპოვეს. 30 წლის ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის ყვება, რომ მასთან ერთად ნავში 40 მიგრანტი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მითითებულ არეალში ვერავინ აღმოაჩინა.
2021 წელს დასაველეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებზე მოხვედრა 7 500 მიგრანტმა სცადა. შარშანდელ მონაცემებთან შედარებით მათი რიცხვი გაორმაგებულია.
წყარო :