logo_geo
eng_logo
როშელ ვალენსკი: ამერიკელებს ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის ყოველწლიურად მიღება შეიძლება არ დასჭირდეთ
- +

20 აგვისტო. 2021. 02:13

 

 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის ყოველწლიურად მიღება შეიძლება არ დასჭირდეთ, რადგან მესამე დოზამ გრძელვადიანი დაცვა საკმარისად შეიძლება გააძლიეროს.

 

„ჩვენ სულაც არ ვვარაუდობთ, რომ გამაძლიერებელი დოზა ყოველწლიურად დაგჭირდებათ. როგორც ჩანს, მესამე დოზის შემდეგ თქვენ ნამდვილად ძლიერ რეაქციას მიიღებთ და, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მეცნიერებაზე ორიენტირებას როგორც ვაქცინის, ასევე ვირუსის თვალსაზრისით“, - აღნიშნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა.

 

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება სექტემბრიდან დაიწყება.

 

„არსებული მონაცემები ნათლად ცხადყოფს, რომ ვაქცინაციის საწყისი დოზების შემდეგ, SARS-CoV-2-ის ინფექციისგან დაცვა დროთა განმავლობაში მცირდება, ხოლო „დელტა“ ვარიანტის დომინირებასთან ერთად, ჩვენ მტკიცებულებებს ვხედავთ, რომ დაცვა მსუბუქი და ზომიერი დაავადების წინააღმდეგ მცირდება. ჩვენი დასკვნაა, რომ გამაძლიერებელი დოზები საჭირო იქნება ვაქცინით გამოწვეული დაცვის მაქსიმალურად გაზრდისა და მისი გამძლეობის გახანგრძლივების მიზნით“, - ნათქვამია აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner