logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში: „თალიბანის“ სურვილი საერთაშორისო აღიარება მიიღოს უშიშროების საბჭოს ერთადერთი ბერკეტია
- +

20 აგვისტო. 2021. 02:26

 

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ „თალიბანის“ სურვილი საერთაშორისო აღიარება მიიღოს უშიშროების საბჭოს ერთადერთი ბერკეტია ზეწოლისთვის, რათა ავღანეთში ინკლუზიური მთავრობა შეიქმნას და უფლებები, განსაკუთრებით ქალების უფლებები დაცული იყოს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ერთიანი იყოს, უშიშროების საბჭოს ყველა წევრი ერთიანი უნდა იყოს და გამოიყენოს ერთადერთი ბერკეტი - „თალიბანის“ სურვილი მიიღოს ლეგიტიმურობა და აღიარება“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

 

მისი თქმით, გადამწყვეტია, რომ ავღანეთში იყოს ინკლუზიური მთავრობა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყველა ის ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ავღანეთში არსებობს.

 

„აუცილებელია, რომ ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული, კერძოდ ქალების უფლებების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner