logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: საქართველოს ძირითადი პარტნიორი გაზმომარაგების საკითხში სწორედ აზერბაიჯანია!
- +

6 მარტი. 2016. 06:32

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, აზერბაიჯანმა ტექნიკური რესურსი გამონახა, რამაც ბაზარზე საქართველოს პოზიციები გააძლიერა. აღსანიშნავია, ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ საქართველოს ძირითადი პარტნიორი გაზმომარაგების საკითხში სწორედ აზერბაიჯანია, თავად "გაზპრომის" წილი ამ პროცესში ძალიან მცირეა.

 


"როდესაც რამდენიმე პარტნიორს ელაპარაკები, რასაკვირველია, არსებობს კომერციული დაინტერესებაც და სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აზერბაიჯანთან გაგვაჩნია. აზერბაიჯანს არ ჰქონდა მოწოდების გაზრდის ტექნიკური რესურსი და ეს რესურსი გამოიძებნა, რამაც განაპირობა ჩვენს კონკურენტულ ბაზარზე პოზიციების საკმაოდ გაძლიერება, მითუმეტეს, მოწოდებული რესურსი იქნება იაფი და უკეთესი. ასე რომ, ჩვენი პოზიციებიც, როდესაც "გაზპრომთან" ვსაუბრობთ, გაძლიერებულია. "გაზპრომი" საქართველოს გაზით მომარაგებაში ჩართულია 2003 წლიდან, იყო 100%-იანი მომარაგება, 2008 წელს გახდა 50%, შემდეგ დაიკლო და ახლა, ამ პიკურ პერიოდში "გაზპრომი" რაღაც პატარა ნაწილს ამარაგებს. სხვა რესურსი საქართველოს არ გააჩნია, არის აზერბაიჯანული გაზი, ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მიერ მოწოდებული და არის "გაზპრომის" მცირე ნაწილი", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner