უკრაინული მედია 44 წლის ე.წ. კანონიერი ქურდის თეიმურაზ ჩხეტიანის, მეტსახელად „წრუწის" საქართველოში ექსტრადირების შესახებ იუწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე სოციალური ქსელით ავრცელებს.
დეკანოიძის თქმით, 23 ივლისს ოდესის ოლქში დააკავეს და საქართველოში გამოამგზავრეს ადრე ნასამართლევი 1972 წელს დაბადებული „კანონიერი ქურდი" თეიმურაზ ჩხეტიანი მეტსახელად „წრუწი".
დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დაკავების ფაქტზე ინფორმირებულია.