logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად ქაბულის აეროპორტში ევაკუაციას 6 000 ადამიანი ელოდება
- +

20 აგვისტო. 2021. 02:49

 

 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად ქაბულის აეროპორტში ევაკუაციას 6 000 ადამიანი ელოდება“,- ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის დამატებით კონსულებს გააგზავნის როგორც ავღანეთში, ისე ყატარსა და ქუვეითში, რათა მოქალაქეებს ევაკუაციაში დახმარება გაუწიონ.

 

ნედ პრაისის თქმით, უახლოეს ხანში ქაბულის აეროპორტიდან 20 ფრენა განხორციელდება, რომლითაც უცხოელებისა და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.

 

მისივე განცხადებით, აშშ-მა „საგრძნობლად გააფართოვა“ იმ პირთა წრე, რომელთაც ექნებათ საშუალება, აშშ-ში სპეციალური საიმიგრაციო ვიზა მოითხოვონ.

 

ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა „თალიბანს“, უზრუნველყოს ქაბულის აეროპორტში მსურველების უსაფრთხოდ მისვლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner