არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანების უფლებებისთვის“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
გელა ნიკოლაიშვილისა და ნანა კაკაბაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული საარჩევნო ბარიერის 5 დან 2%-მდე დაწევა და გენერალური პროკურორის 90 ხმით არჩევა სახელმწიფოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.