logo_geo
eng_logo
ისრაელის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა
- +

20 აგვისტო. 2021. 15:03

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.

 

„თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მივიღებთ, მეოთხე ლოკდაუნის თავიდან აცილებას შევძლებთ. ისრაელის სახელმწიფო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს ვაქცინის მესამე დოზით უზრუნველყოფს და ახლა მთელი მსოფლიო მოგვყვება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

19 აგვისტოს ისრაელმა 40 წლის ზემოთ პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაუშვა.

 

ისრაელში, 1 აგვისტოდან 60 წელს ზემოთ პირების „Pfizer“-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყო. ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა მიზნად კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ იმუნიტეტის გაძლიერებას ისახავს.

 

ვაქცინის მესამე დოზის მიღება ჯანდაცვის მუშაკებს, კორონავირუსის მწვავე რისკის ფაქტორების მქონე ადამიანებს, პატიმრებსა და მეურვეებს შეუძლიათ.

 

ისრაელში მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო ვაქცინის მესამე დოზა.

 

13 აგვისტოს ისრაელმა 50 წლის ზემოთ პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაუშვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner