გერმანიის ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი მიუნხენში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. კანცლერის განცხადებით, უნდა გაირკვეს როგორ იშოვა ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ახალგაზრდამ იარაღი.
„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ვიცე-კანცლერი ცეცხლსასროლ იარაღთან წვდომის შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა.
„ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ ამის შემდეგაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საშიშ იარაღზე წვდომა შევზღუდოთ და კონტროლი გავამკაცროთ", - განაცხადა გაბრიელმა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობაც არ გამორიცხა და განაცხადა, რომ, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, როგორ იშოვა თავდამსხმელმა იარაღი და შემდეგ საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვების დაწესებაზეც უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. მეზიერის თქმით, პროცესების პარალელურად პოლიციის სამოქმედო გეგმის გადახედვაც აუცილებელია.
22 ივლისს, მიუნხენში მომხდარ თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა.