„გახარიას გუნდმა რომ დააკავა ბართაია, მაშინაც შეუკერეს საქმე?“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
„სულ ვერიდები, გახარიას გუნდს შევეხო, რადგან უამრავი ჩემი ახლობელია მასთან, მაგრამ ახლა ერთი რამ ვერ გავიგე და იქნებ გამარკვიოთ? აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდესო, მაინტერესებს რამდენიმე რამ.
ჩადება არის საშინელება, ამას ვებრძვით ამდენი წელი, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება, ვინმეს ჩაედოს ბართაიასთვის.
უფრო მგონია, რომ შინაურმა ჩაუშვა და ახლა ეს „პოზა“ საჭიროა!!! და ბოლოს: ჩაუდეს არა კვახი - წერტილი!!!“ - წერს ირაკლი ლატარია.