logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: გახარიას გუნდმა რომ დააკავა ბართაია, მაშინაც შეუკერეს საქმე?
- +

20 აგვისტო. 2021. 17:00

 

 

„გახარიას გუნდმა რომ დააკავა ბართაია, მაშინაც შეუკერეს საქმე?“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

 

„სულ ვერიდები, გახარიას გუნდს შევეხო, რადგან უამრავი ჩემი ახლობელია მასთან, მაგრამ ახლა ერთი რამ ვერ გავიგე და იქნებ გამარკვიოთ? აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდესო, მაინტერესებს რამდენიმე რამ.

 

  1. გახარიას გუნდმა რომ დააკავა ბართაია, მაშინაც შეუკერეს საქმე?

 

  1. ბართაია რა საშიშროებას წარმოადგენდა, ან/და საერთოდ რა წონა მას აქვს, რომ ვინმემ მოინდომოს მისი განეიტრალება?

 

  1. როდესაც გირაოთი გამოვიდა (გახარიას დროს), მაშინაც არ ჰქონდა კონტაქტი ქურდულ სამყაროსთან და მხოლოდ ახლა გახდა პოლიტმატიმარი?

 

ჩადება არის საშინელება, ამას ვებრძვით ამდენი წელი, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება, ვინმეს ჩაედოს ბართაიასთვის.

 

უფრო მგონია, რომ შინაურმა ჩაუშვა და ახლა ეს „პოზა“ საჭიროა!!! და ბოლოს: ჩაუდეს არა კვახი - წერტილი!!!“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner