logo_geo
eng_logo
ხიდისყურსა და საქადაგიანოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
- +

20 აგვისტო. 2021. 17:52

 

 

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ  კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში, გამარჯვებულმა შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფმა“ სოფელ საქადაგიანოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

 

პროექტი ითვალისწინებს რკინაბეტონის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, სანიტარული ზონის,  სადარაჯო ჯიხურის მოწყობას. ორივე სოფელში მოეწყობა წყალსადენის ქსელი ჰიდრავლიკური გამოცდით და გარეცხვა/დეზინფექციით.

 

შესრულებული სამუშაოს გარანტია 1 წელია.

 

საგარანტიო პერიოდში მომწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა.

 

პროექტის დასრულების შემდეგ ორივე სოფელის მოსახლეობას - სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.

 

მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აფინანსებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner