logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ირაკლი წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც
- +

24 ივლისი. 2016. 12:53



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს " თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

,,ქართული ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს" ფოთში ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია წარმოადგენს. წარდგენა ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა.

,,ირაკლი წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც. ამ ქალაქს კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ თქვენი და ჩვენი გუნდის იმედებს გაამართლებს", - განაცხადა  კვირიკაშვილმა.

ირაკლი ხახუბიამ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების" გუნდს მადლობა გადაუხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner