logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: მასე არ დათვალო ნაცების % 2 ოქტომბერს
- +

20 აგვისტო. 2021. 20:01

 

 

ექსპერტი ვლადიმერ ბოჯაძე ტელეკომპანია „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმაურება, რომლის თანახმად ტელეკომპანია „მთავარს“ თბილისის მოსახლეობის 17.22% , ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ 18.35% უყურებს.

 

„ფეიკ არხის მთავარმა ფეიკერმა, მთავარმა მატყუარა ნიკა გვარამიამ მორიგი ბლეფი გამოაგდო, ტელეკომპანია იმედს დავეწიეო. დავინტერესდი, გადავამოწმე და მისივე მთვლელის მიხედვითაც კი, ახლოსაც ვერ მივა იმედთან. ტყუილიც არის და ტყუილიც... მასე გააგრძელე გაქცეული სააკაშვილის მოტყუება და შორს წახვალთ. დათვლა ისწავლე, დათვლა. მასე არ დათვალო ნაცების % 2 ოქტომბერს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner