ექსპერტი ვლადიმერ ბოჯაძე ტელეკომპანია „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმაურება, რომლის თანახმად ტელეკომპანია „მთავარს“ თბილისის მოსახლეობის 17.22% , ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ 18.35% უყურებს.
„ფეიკ არხის მთავარმა ფეიკერმა, მთავარმა მატყუარა ნიკა გვარამიამ მორიგი ბლეფი გამოაგდო, ტელეკომპანია იმედს დავეწიეო. დავინტერესდი, გადავამოწმე და მისივე მთვლელის მიხედვითაც კი, ახლოსაც ვერ მივა იმედთან. ტყუილიც არის და ტყუილიც... მასე გააგრძელე გაქცეული სააკაშვილის მოტყუება და შორს წახვალთ. დათვლა ისწავლე, დათვლა. მასე არ დათვალო ნაცების % 2 ოქტომბერს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.