logo_geo
eng_logo
სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს სხმულები აღმოაჩინეს
- +

20 აგვისტო. 2021. 20:27

 

 

საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ კონტროლის ზონაში, სხვადასხვა წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები (7 ცალი და 1 ცალი ოქროს სამაჯური) საერთო წონით: 60 გრამი გამოავლინეს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საქამრეში მოწყობილ სპეციალურ სამალავში, არადეკლარირებული ოქროს სხმულები და სამაჯური აღმოაჩინეს.

 

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 034,8 ლარი შეადგინა.

 

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner