logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ჯერ ერთი, ზაფხულია, ხალხო, და ეს მაინც როგორ ვერ გაითვალისწინეთ...
- +

24 ივლისი. 2016. 13:17


 

"არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე"- ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე  საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის შესახებ facebook-ზე მიმდინარე დისკუსიას.


„უპირველესად, გზას დავულოცავ ჩვენს გოგო-ბიჭებს და ვუსურვებ გამარჯვებებს რიოში. დარწმუნებული ვარ, გაგვახარებენ და ბევრ ოქროს და ვერცხლს ჩამოიტანენ ბრაზილიიდან!

ახლა კი საერთო აღშფოთებას უნდა შევუერთდე და ვისაც უნდა ეწყინოს. ჩვენც გვაწყენინეს ამ უშნო გადაწყვეტილებით.

ჯერ ერთი, ზაფხულია, ხალხო, და ეს მაინც როგორ ვერ გაითვალისწინეთ, როდესაც ამ აშკარად საზამთრო დიზაინის ფორმებზე თანხმდებოდით? (სხვა დეტალებზე აღარც გავჩერდები.)

ვერც ერთ გაღიმებულ სპორტსმენს ვერ ნახავ დღევანდელ ფოტოებზე. სიცხის ბრალი იყო ალბათ, მაგრამ რიოში კიდევ უფრო ცხელა.

ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ძალიან ორიგინალური, ახალგაზრდული და სექსუალური. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული....

არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე.

იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ამ მარაზმატული შეცდომის გამოსწორება?", - წერს კვაჭანტირაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner