NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს გახდება ტერორისტების თავშესაფარი.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ტერორისტები დაგვემუქრონ. ჩვენ კვლავ მზად ვართ, ტერორიზმს მტკიცედ ვებრძოლოთ“, - აღნიშნეს ალიანსში.