logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: ავღანეთში არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნისთვის გაგრძელდება დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა
- +

21 აგვისტო. 2021. 01:23

 

 

„ავღანეთისთვის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიმართულებით დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში „თალიბანთან“ თანამშრომლობაზე მუშაობა, გაგრძელდება“, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

 

აქვე, ბრიტანეთის პრემიერმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი დაიცვა, რომელიც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრალი დასდეს, რომ მან ავღანელ კოლეგას არ დაუკავშირდა ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობაში მყოფი თარჯიმნების ქვეყნიდან გამოყვანასთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებით, აბსოლუტურ ნდობას უცხადებს რააბს.

 

პრემიერი ჯონსონი ქაბულის აეროპორტში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და განაცხადა, რომ ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია.

 

14 აგვისტოდან მოყოლებული ბრიტანეთმა ქაბულიდან 1 615 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის ბრიტანეთის 399 მოქალაქის, საელჩოს 320 თანამშრომლის და ავღანეთის 402 მოქალაქის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner