logo_geo
eng_logo
პენტაგონში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ქაბულიდან 6 000-მდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა
- +

21 აგვისტო. 2021. 01:49

 

 

„პენტაგონის განცხადებით, ბოლო 24 საათში ქაბულიდან 6 000-მდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა“, - ინფორმაციას „სიენენი“ აქვეყნებს.

 

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, გენერალ-მაიორ ჰენკ ტაილორის თქმით, ბოლო 24 საათში აშშ-ის თვითმფრინავებმა ქაბულის აეროპორტიდან 17 რეისი განახორციელეს და 6 000-მდე მგზავრის ევაკუაცია მოახდინეს.

 

ტეილორის თქმით, მგზავრებს შორის ამერიკის მოქალაქეები და საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელები არიან.

 

მისი განცხადებით, ვითარება აეროპორტში უსაფრთხოა, რაც რეისების გაზრდის საშუალებას იძლევა.

 

პენტაგონის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში ამჟამად აშშ-ის შეიარაღებული ძალების 5 800 ჯარისკაცი იმყოფება, რომლებიც ევაკუაციის პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner