აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ გემსა და ორ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც მოცემულია ერთი რუსული გემი და ორი რუსი ფიზიკური პირი, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ ევროპის ენერგოუსაფრთხოების დაცვის კანონის შესაბამისად.
„მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია კვლავაც ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს, მათ შორის სანქციების მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას გერმანიასთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა შევამციროთ რისკები უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.