logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: პუტინთან შეხვედრისას მკაცრად დავგმე ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე გაჭირვებაში მყოფი ადამიანების გამოყენება ჰიბრიდულ იარაღად
- +

21 აგვისტო. 2021. 02:21

 

 

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისას მან დაგმო ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე ლტოლვილებთან დაკავშირებით ბელარუსის ხელისუფლების ქმედებები.

 

„ბელარუსის კონტექსტში, მკაცრად დავგმე გაჭირვებაში მყოფი ადამიანების გამოყენება ჰიბრიდული იარაღის სახით. საუბარი ეხება ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე არსებულ ვითარებას“, – აღნიშნა მერკელმა.

 

ანგელა მერკელი რუსეთში იმყოფება, სადაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner